"აიღონ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე" | ჰელენა დალი საქართველოს ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

"დროა საქართველოს ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობაზე" - ამის შესახებ, სტრასბურგში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე 
ევროსაბჭოს კომისარი ჰელენა დალი.

მისი თქმით, ევროკავშირი რჩება საქართველოს მეგობარი და მხარდაჭერი.

"ჩვენ ძალიან გვაღელვებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მდგომარეობა და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ აიღონ პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე და უზრუნველყონ მისთვის სასამართლო პროცესი, რომელიც იქნება გამართული. ჩვენ ასევე ყურადღებას ვაქცევთ საქართველოს ეკონომიკურ განავითარებს, საქართველო უნდა იყოს მზად და უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან... ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს მის სუვერენობას და ტერიტორიულ  მთლიანობას, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი" - ამბობს ჰელენა დალი.

 იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი