ერთ-ერთი დაღუპული მორგშია გადასვენებული, მეორეს ცხედრის გამოსვენებას ვცდილობთ - უკრაინაში მებრძოლი ქართველი

გამოქვეყნდა:

რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში გუშინ კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. იქ მყოფი ქართველი მებრძოლების თქმით, ერთ-ერთი მათგანის ცხედარი მორგშია, ხოლო მეორე მებრძოლის გამოსვენება ჯერ ვერ ხერხდება.

ბრძოლისას დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

"ბახმუტის მისადგომებთან, შეტაკებაში, ვაჟკაცურად, 30 მეტრში რუსებთან დაეტაკა 28-ე ბრიგადაში გაფორმებული ქართველი პარტიზანები. დაჭრილების მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია, ნორმალურია, მათ სიცოცხლეს არაფერი არ ემუქრება. დაღუპული ერთ-ერთი გადაყვანილია კონსტანტინოვკის მორგში. ვაკო სულაძე თავის ბიჭებთან ერთად ყველაფერს ცდილობს, რომ მეორე მიცვალებულიც გამოიყვანონ", - თქვა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, დავით ქუქჩიშვილმა. 

ცნობისთვის, ბახმუტთან იერიშის 3 დეკემბერს კიდევ 5 ქართველი გმირი ემსხვერპლა, რომელთა ცხედრების გამოსვენებაც ბრძოლის ველიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი