რუსი სარდალი ამბობს, რომ მოსკოვი ნატოს უკრაინაში ბირთვული იარაღის გარეშე ვერ დაამარცხებს

გამოქვეყნდა:

დონეცკის რეგიონში რუსული მილიციის სარდალმა ალექსანდრე ხოდაკოვსკიმ თქვა, რომ მოკოვს არ შეუძლია "დაამარცხოს ნატოს ბლოკი" უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე. ამ თემაზე მან სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

ხოდაკოვსკიმ Russia-1-ზე განაცხადა, რომ მოსკოვის რესურსები შეზღუდულია. მან ასევე თქვა, რომ რუსეთი ახლა მთელ დასავლურ სამყაროს ებრძვის, რის გამოც უკრაინის ომის შემდეგი ესკალაცია შეიძლება "მხოლოდ ერთი იყოს: ბირთვული".

"ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ნატოს ბლოკი ჩვეულებრივი საშუალებებით დავამარცხოთ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი ამისთვის", - განაცხადა ხოდაკოვსკიმ.

კრემლს ამ კომენტარისთვის საჯაროდ ჯერ არ უპასუხია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი