პენიტენციურის თქმით, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები არ აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩართონ

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, ნიკა აბრამიშვილი ამბობს, რომ უწყებას ამ ეტაპზე კლინიკა "ვივა მედში" არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რომ მესამე პრეზიდენტის სხდომაზე დისტანციურად ჩართონ.

სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

"შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება შესაბამისი ტექნიკური გამართვა, ამ ეტაპზე კლინიკა "ვივა მედში" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე ჩართვა", - თქვა ნიკა აბრამიშვილმა.

ცნობისთვის, სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ საქალაქო სასამართლო მზად იყო მიხეილ სააკაშვილი სხდომაზე დისტანციურად ჩაერთოთ, მზადყოფნა გამოთქვა კლინიკა "ვივა მედმაც". 

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს დაცვის მხარის შუამდგომლობას მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შესახებ. ოჯახი და დაცვის მხარე ითხოვს მიხეილ სააკაშვილს მინიმუმ საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.

იხილეთ: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი