
უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ რვა ჟურნალისტი დაიღუპა. BBC-ის ცნობით, მათ შორისაა უკრაინელი ფოტოგრაფი მაქს ლევინი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს.
ორგანიზაციის, "რეპორტიორები საზღვრები გარეშე" (RSF) ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის განმავლობაში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 57 ჟურნალისტი დაიღუპა, რომელთაგან ერთ-ერთია ფრანგი ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი, რომელიც უკრაინის ომში, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს მოკლეს.
ორგანიზაციის ცნობითვე, წელს მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობის კუთხით. 2022 წლელს სულ მედიის 533 წარმომადგენელი დააკავეს. აქედან პირველ ადგილზე კი ჩინეთია 110 ჟურნალისტით, შემდეგ არიან მიანმარი, ვიეტნამი და ბელარუსი.