ლატვია უკრაინელი ლტოლვილებისთვის 7,8 მილიონ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ევროკომისიამ და ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 7,8 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. მათი მიზანია, ლატვიის მიგრაციის სისტემის გაძლიერება და უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა.

„ევროკომისიამ დაამტკიცა, რომ ლატვიამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც გაურბიან რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და მათ შორის შემოთავაზებულ სამსახურებს უკრაიანელებისთის" - აღნიშნა ლატვიის დეპარტამენტმა.

ოფიციალური მონაცემებით, ლატვიაში 11 494 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, ხოლო 37 810 ადამიანს აქვს გაცემული ბინადრობის დოკუმენტები (ჰუმანიტარული ვიზები და დროებითი ბინადრობის ნებართვები) მუშაობის უფლებით.

ინფორმაციისთის, ევროკომისიამ ესტონეთს 10,1 მილიონ ევრო გამოუყო უკრაინის ომის ლტოლვილების დასახმარებლად და გაწეული ხარჯების დასაფარად.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი