
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სავარაუდო გადაწყვეტილება, გადადოს მისი ყოველწლიური მიმართვა „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“ მიუთითებს იმაზე, რომ ის ახლა არ არის დარწმუნებული, რომ შეუძლია შექმნას რუსული საინფორმაციო სივრცე უკრაინაში შეჭრის შემდეგ მის მიმართ მზარდი კრიტიკის ფონზე - წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
გამოსვლის გადადების მიზეზად ISW განიხილავს ომში წარუმატებლობას, ჩრდილოეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გასვლას, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის წარუმატებლობას, რომლებსაც რუსული ჯარები ვერ აკონტროლებენ და საზოგადოების უკმაყოფილება მობილიზაციის გამო.
ექსპერტების აზრით, პუტინს შესაძლოა ჯერ კიდევ აქვს გრანდიოზულ გამარჯვებაზე სიტყვით გამოსვლის იმედი 2023 წელს, ან შესაძლოა აჭიანურებს მომენტს, როცა უნდა აღიაროს, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს თავის დეკლარირებულ მიზნებს უკრაინაში.
რუსეთის პრეზიდენტი სავარაუდოდ, არ არის დარწმუნებული, რომ მას შეუძლია გაამართლოს ამ ომის ფასი რუსეთის საზოგადოებასა და ელიტებს შორის ამ მომენტში.
ISW წერს, რომ პუტინმა უკვე გააუქმა თავისი ყოველწლიური პირდაპირი პრესკონფერენცია რუსეთის საზოგადოების წევრებთან, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ აეცილებინა პასუხი რუსეთის სამხედრო წარუმატებლობის შესახებ კითხვებზე.