რუსეთმა ომში უკვე 96 590 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 დეკემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 96 590;
  • ​ტანკი - 2 975;
  • ჯავშანტექნიკა - 5 946;
  • საარტილერიო სისტემა - 1 943;
  • სარაკეტო სისტემა - 406;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 211;
  • თვითმფრინავები - 281;
  • ვერტმფრენი - 264;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 644;
  • საკრუიზო რაკეტები - 592;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 563;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 172.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.   

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი