"რუსეთი თებერვალში თავდასხმების ახალი ტალღისთვის ემზადება" | რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

რუსეთი მობილიზებული რეზერვისტების ახალ ტალღას ამზადებს, რაც ზამთარში ომის ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, რუსეთი გააგრძელებს შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეტევას, ამისთვის, კრემლი „თოფს“ არ დაიშურებს და ამ ტაქტიკას ბოლომდე მიჰყვება. 

" ე.წ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში რუსეთმა მოახერხა 300 000-მდე ადამიანის გამოძახება, მათგან მოსკოვი უკვე იყენებს 150 000-ს თავისი ქვედანაყოფების გასაძლიერებლად, 150 000 კი საგულდაგულოდ ემზადება მომავალი შეტევისთვის, დაახლოებით 150 000 ადამიანია. ეს ადამიანები
გადიან წვრთნებს სხვადასხვა ბანაკებში, ისინი ემზადებიან სამი თვე, ამიტომ შეეცდებიან შეტევის შემდეგი ტალღა რაც შეიძლება მალე, თებერვალში წამოიწყონ, როგორც გასულ წელს. ეს მათი გეგმაა“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

ინფორმაციისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა რომ მომდევნო ექვსი თვე გადამწყვეტი იქნება რუსეთთან დაპირისპირებაში. ამავდროულად, ოლექსი არესტოვიჩმა გააფრთხილა, რომ იანვარსა და თებერვალშიო კუპანტები აქტიურად წავლენ ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდების მიზნით.

ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ასევე მხარს უჭერს იმ აზრს, რომ რუსეთი ამზადებს დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს შეტევისთვის. მისი აზრით, ოკუპანტები შეეცდებიან უკრაინის დედაქალაქში შტურმით შეჭრას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი