"რუსებმა ხერსონი 16-ჯერ დაბომბეს, ამის შეჩერების ერთადერთი გზა რუსების უკრაინიდან გაძევებაა" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"დღის დასაწყისიდან რუსეთმა დაბომბა ხერსონი 16-ჯერ დაბობმა, სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქზე... დონბასში სასტიკი თავდასხმები გრძელდება", - ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ამის შეჩერების ერთადერთი გზა, რუსი ტერორისტების უკრაინის მიწიდან ეტაპობრივად გაძევებაა

"მხოლოდ ამ დღის დასაწყისიდან რუსეთმა ხერსონი 16-ზე მეტჯერ დაბომბა სულ რაღაც ერთ დღეში და ასეა ყოველდღიურად ! ხარკოვის ოლქის თემები ისევ დაბომბეს. დონბასში, ისევე როგორც ყველა წინ კვირას, რუსეთის ძალადობრივი თავდასხმები გრძელდება. დამპყრობლები თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს. ისინი ვერ დაამარცხებენ ჩვენს ჯარს და ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქს და სოფელს ისე, რომ არ იყოს შენობები, არ იყოს კედლები, რომ არ გამოიყენონ რაიმე სახის თავდაცვისთვის. ამის შეჩერების ერთადერთი გზა არის რუსი ტერორისტების უკრაინის მიწიდან ეტაპობრივად განდევნა. ეს არის რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად. ეს არის ახალი და ახალი გზების ძიება, რათა ყველა რუსი ტერორისტი, ყოველი რუსი ოლიგარქი, რომელიც ეხმარება ტერორისტულ სახელმწიფოს, და ყველა რუსი ჩინოვნიკი და პროპაგანდისტი პასუხისმგებელი იყოს ყველაფერზე, რასაც უკრაინის წინააღმდეგ აკეთებენ. მადლობა ყველას, ვინც ომშია და მუშაობს უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც ინარჩუნებს ფრონტს დონბასში, სამხრეთში, ვინც იცავს საზღვარს, რომელიც იცავს ჩვენს ცას და ჩვენს ხალხს. მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფლებისთვის! დიდება უკრაინას! - ამბობს ვოლიდიმირ ზელენსკი  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი