FIFA-მ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრა თხოვნაზე, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მაყურებლებისთვის მიემართა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობით, ზელენსკის ოფისმა FIFA-ს შესთავაზა, რომ პრეზიდენტი ფინალური თამაშის დაწყებამდე ვიდეო ლინკით ჩართულიყო, თუმცა ორგანიზაციამ ეს შემოთავაზება უარყო.
CNN წერს, რომ FIFA-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ინფორმაცია ორგანიზაციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.