რუსებმა დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში სანქტ-პეტერბურგის სპეცრაზმი ჩაიყვანეს

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსმა ოკუპანტებმა მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, სანქტ-პეტერბურგის სპეცრაზმი ჩაიყვანეს.

ანდრიუშენკოს თქმით, სპეცრაზმელების მთავარი ამოცანა ადგილობრივების პროტესტის ჩახშობაა

"მარიუპოლში ჩავიდნენ სანქტ-პეტერბურგიდან სპეცრაზმის ქვედანაყოფები და დღეიდან დაიწყეს ქუჩებში პატრულირება. მთავარი ამოცანა, რომელიც საოკუპაციო ადმინისტრაციამ დაისახა, არის სოციალური უკმაყოფილების გამო მასობრივი პროტესტის ძალის გამოყენებით ჩახშობა" - ამბობს ანდრიუშენკო.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში 100 000-ზე მეტი მოსახლეა დარჩენილი, რუსების სარაკეტო იერიშების შედეგად, ქალაქი თითქმის 90% განადგურებულია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი