დიდი ამბავია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული შეიარაღებული ძალები და ტრაგედია ხელისუფლებისთვის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მათ დასასჯელად - წოწორია ჰააგაზე

გამოქვეყნდა:

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა და დამტკიცდა, რომ ქართველ სამხედროებს ბრალეულობა არ მიუძღვით, სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ეხმაურება:

"დღეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა, ისე, რომ არც ერთი ქართველი სამხედროს პასუხისმგებლობა არ გამოკვეთილა. დიდი ამბავია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული შეიარაღებული ძალები და ტრაგედია ხელისუფლებისთვის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მათ დასასჯელად. არ გაუმართლათ. ქალბატონი პრეზიდენტისთვის ისედაც პოეზიის დროა. ასი ცხოვრება რომ მქონდეს, სამხედროების დევნას მაინც არასდროს ვაპატიებდი."  წერს ნონა წოწორია.

შეგახსენებთ, ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა და არც ერთი ქართველის სამხედროს ბრალი არ გამოკვეთილა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა.

პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოს წინაშე წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები ჯერ კიდევ ზაფხულში გაიცა.  

კარიმ ხანის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებიდან, ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი