
აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ისაუბრა.
მისი თქმით, ახალი პაკეტი დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს მოიცავს. ასევე, კირბი აღნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინელებისთვის შიშის ჩანერგვსა და ზამთრის პირობებში ცხოვრების გართულებას ცდილობს.