უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ვარაუდობს, რომ პუტინი შეეცდება ლუკაშენკო დაარწმუნოს და მიიღოს მაქსიმალური მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით უკრაინაზე შეტევისთვის -"ეს შეიძლება იყოს საინფორმაციო კამპანიები, სასწავლო ღონისძიებები, ან თუნდაც სახმელეთო შეჭრა“ - ამბობს პოდოლიაკი.
პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში უშუალო მონაწილეობით, ლუკაშენკო "თვითმკვლელობის განაჩენს მოაწერს ხელს".
თუმცა, უკრაინული მედიის ეთერში საუბრისას, პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ დღეს პუტინის არ არის იმ მდგომარეობაში, ვინმეს უკარნახოს პირობები -"დიახ, მას ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ომი დასრულდება მისი "პირობებით"... ადამიანი, რომელიც სუსტია ინტელექტუალური შესაძლებლობებით, სრულიად მოწყვეტილია რეალობას", - აღნიშნა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი მინსკში 19 დეკემბერს ჩავა.