სანამ რუსეთი არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ შეიძლება და არ უნდა იყოს რეალური მოლაპარაკებები - სუნაკი

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას პირობა დადო, რომ 2023 წელს დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის სამხედროო დახმარებას. ის იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს დასავლეთის სხვა ქვეყნებსაც.

სუნაკის თქმითვე, რუსეთის ნებისმიერი ცალმხრივი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "სრულიად უაზროა დღევანდელ ვითარებაში".

„რუსეთი ამას იყენებს გადაჯგუფებისთვის, ჯარების გასაძლიერებლად და სანამ ისინი არ დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ შეიძლება და არ უნდა იყოს რეალური მოლაპარაკებები.

ჩვენი კოლექტიური გადაწყვეტილება ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. და ეს პირველ რიგში იმიტომ ხდება, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი