გიორგი კირთაძე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა

გამოქვეყნდა:

ენმ-ს დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში გიორგი კირთაძე ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზეა.

ამ დრომდე იკითხება ინციდენტში მონაწილე ორი პირი.

შეგახსენებთ, კირთაძეს დღეს პირდაპირი ჩართვის დროს, სავარაუდოდ "ალტ ინფოს" წევრი თავს დაესხა. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში კარგად ჩანს მოძალადე, პოლიციას ის ამ დრომდე არ დაუკავებია.

კირთაძის თქმით, დღევანდელი თავდასხმის უკან სუს-ი დგას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი