კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გიორგი კირთაძე საგამოძიებო ორგანოში 2 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა გამოკითხვაზე. როგორც მან პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გამოძიება სსკ 156-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ გამოძიებას არ ენდობა, რადგან ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ ჰყავთ თავდამსხმელი. მისივე განცხადებით, ეს იქნება ფორმალური გამოძიება და ინციდენტში მონაწილეები არ დაისჯებიან.

გიორგი კირთაძეს თავს დღეს, პირდაპირი ჩართვისას დაესხნენ. თავდამსხმელი სავარაუდოდ ალტ ინფოს წევრია. ინციდენტში მასთან ერთად კიდევ 2 პირი მონაწილეობდა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ გამოკითხვაზე.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი