უკრაინის ბედი დღეს მეზობელ ლატვიასა და ბელარუსში წყდებოდა. ევროპელი ლიდერები რიგაში შეიკრიბნენ, ვლადიმერ პუტინი კი მინსკში ჩაფრინდა - ერთმანეთისგან რამდენმე ასეული კილომეტრით დაშორებულ მეზობელ დედაქალაქებში დაპირისპირებული ლიდერები სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის მომავალზე მსჯელობდნენ.
რიგაში კიევისთვის დახმარების რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა - მინსკში ლუკაშენკო და პუტინი სავარაუდოდ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობებს განიხილავდნენ.