"გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს დაიცავს... გადაიყვანეთ ის თუნდაც უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში" | ზელენსკის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

"გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს დაიცავს... გადაიყვანეთ ის თუნდაც უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში ან აშშ-ში" - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

"მინდა მივმართო ჩვენს ყველა მეგობარს და გულისხმიერ ადამიანებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, ყველამ ნახეთ, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა.

მივმართავ ქართველ ერსა და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინეთ გულმოწყალეობა, განსაკუთრებით, ამ წინასაშობაო დროს. ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ეს არის სისასტიკე. ეს საქართველოს არ შეეფერება. ეს უნდა შეჩერდეს. ძალიან გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მის სიცოცხლეს დაიცავს.

გთხოვთ, გადაიყვანეთ სააკაშვილი თუნდაც უკრაინაში, ევროპის სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში. ზუსტად ახლა არის იმის დრო, რომ კეთილი საქმე გააკეთოთ. დიდება უკრაინას!", - განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი