ძალადობრივი და პრორუსული "კონსერვატიული მოძრაობის" წევრი, ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ინციდენტში ერთ-ერთი მონაწილე მირზა თეთევაძე კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს "პროვოკაციების მოწყობაში" ადანაშაულებს.
მისი აზრით, ჟურნალისტები ენმ-სთან შეთანხმებით ღამ-ღამობით ოფისებს საღებავს ასხამენ. ის ამბობს, რომ გიორგი კირთაძე იმსახურებდა კვერცხის სროლას, რასაც შემდეგ ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
"ჩვენ დიახაც გამოკითხვაზე ვიმყოფებოდით მთელი დღე. [...] რაღაც პროვოკაციას ამზადებდით გუშინ, ამზადებდით, აქ მოსული, ღამ-ღამობით, შეთანხმებულად მოქმედებთ, ნაციონალური მოძრაობასთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ, ღამ-ღამობით დადიხართ, ჩვენ ოფისებს საღებავებს ასხამთ, სელფებს იღებთ.
ჩვენმა თანამოაზრემ დაინახა, რომ უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ჩვენ ოფისს, აიღო ელემენტარულად კვერცხი, შოვნას რა უნდა, ვერ იშოვიდა თუ რა და მიალეწა სახეში, როგორც იმსახურებდა ნებისმიერი ქართველისგან", - თქვა
მირზა თეთვაძე ერთ-ერთი იმ ორს შორის, რომლებიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 19 დეკემბერს პირდაპირ ჩართვის დროს გიორგი კირთაძეზე თავდასხმასთან დაკავშირები გამოძიება გრძელდება. იხილეთ: