
ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი Telegram-ზე წერს, რომ გასული დღის განმავლობაში რუსებმა რაიონში 42-ჯერ გახსნეს ცეცხლი, თავად ხერსონში მათ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაარტყეს.
დაბომბვის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.
ხერსონში დაიბომბა - საგანმანათლებლო დაწესებულება, სამხედრო ადმინისტრაციის შენობა, კერძო და მრავალბინიანი კორპუსები.
მისი თქმით, თავდასხმების შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.