რუსეთმა ომში უკვე დაკარგა 99 230 ჯარისკაცი და 266 ვერტმფრენი - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 99 230;
  • ​ტანკი - 2 995;
  • ჯავშანტექნიკა - 5 974;
  • საარტილერიო სისტემა - 1 960;
  • სარაკეტო სისტემა - 410;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 212;
  • თვითმფრინავები - 281;
  • ვერტმფრენი - 266;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 680;
  • საკრუიზო რაკეტები - 653;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 599;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 177.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი