ომში წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით, პუტინი დემონსტრაციულად შეხვდა გენერლებს - ბრიტანული დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ პუტინმა რუს გენერლებთან დადგმული შეხვედრა უკრაინის ომში წარუმატებლობაზე, პირადი პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით გამართა 
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, პუტინი ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაერთიანებულ შტაბს ეწვია და მაღალჩინოსნებს, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუს შეხვდა. მან სამხედრო მაღალჩინოსნებისგან "სპეცოპერაციის" შემდგომი გეგმები მოითხოვა.

"უკრაინაში რუსული ჯარების ჯგუფის მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ანგარიში წარადგინა. ამ დადგმულ შეხვედრაზე პუტინი, სავარაუდოდ, აპირებდა კოლექტიური პასუხისმგებლობის დემონსტრირებას "სპეცოპერაციისთვის.

ეს ჩვენება, ალბათ, გამიზნული იყო პუტინს მოეხსნა პასუხისმგებლობა სამხედრო წარუმატებლობაზე, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე და საზოგადოების უკმაყოფილების ზრდაზე მობილიზაციის გამო“, - წერს ბრიტანეთის დაზვერვა. 

გარდა ამისა, სადაზვერვო სააგენტო აღნიშნავს, რომ სატელევიზიო ვიდეოჩანაწერი, სავარაუდოდ, გამიზნული იყო გერასიმოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციების გასაფანტად.

პუტინი, უკრაინაში მებრძოლი საოკუპაციო არმიის შტაბს 16 დეკემბერს ეწვია და სამხედრო მეთაურებისგან მოხსენებები მოისმინა ფრონტზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი