"მთავარი არხის" ინფორმაციით, სირაბიძე 5 ივლისს, ჟურნალისტებზე თავდასხმაშიც მონაწილეობდა

გამოქვეყნდა:

გიორგი კირთაძეზე სავარაუდო თავდამსხმელი, 1988 წელს დაბადებული იოსებ სირაბიძე ძალადობრივი დაჯგუფება "ალტ ინფოს" აქტიური მხარდამჭერი და თანამოაზრეა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ის 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, თბილისში იმყოფებოდა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

სირაბიძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კირთაძეზე თავდასხმიდან 24 საათის შემდეგ დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. 

ამჟამად გამოკითხვაზე იმყოფება თავად კირთაძეც.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი