ნიუ-იორკში დააკავეს ქალი, რომელიც მსახიობ რობერტ დე ნიროს ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრების მოპარვას ცდილობდა.
პოლიცია ამბობს, რომ ქალი შენობის სარდაფში გამთენიისას შევიდა. ABC News იტყობინება, რომ 79 წლის მსახიობი ქვემოთ მას შემდეგ ჩავიდა, რაც ხმაური გაიგო. დე ნიროს სპიკერმა თქვა, რომ მსახიობი თავს კარგად გრძნობს და მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ნიუ-იორკის პოლიციის სპიკერმა თქვა, რომ ოფიცრები გაჰყვნენ ქალს ბინაში, სადაც სავარაუდო დამნაშავე მისაღებში დააკავეს, რა დროსაც ის მოპარული საჩუქრების ჩანთაში ჩალაგებას ცდილობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცრებმა არ იცოდნენ, რომ სახლი დე ნიროს ეკუთვნოდა.