
ლუგანსკის ოლქში არსებულ მძიმე ვითარებაზე რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი საუბრობს. მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონში ყველა ხიდი, მაგისტრალი და ტყის ზოლი დანაღმეს, რაც უკრაინელების წინსვლას ართულებს.
გაიდაის თქმით, თავდაცვითი სამუშაოები უმეტესად სტარობილსკის რაიონში ტარდება, რადგან ოკუპანტებმა ააფეთქეს ყველაფერი, რაც ფრონტის ხაზზე გადის.
"ააფეთქეს ყველაფერი, რაც ფრონტის ხაზზე გადის. კერძოდ პატარა ხიდები, დანაღმულია დიდი ხიდები, მაგისტრალები, ტყის ყველა ზოლი, ისინი დანაღმულია ან გადათხრილ, რომლებშიც იმალებიან. ყველა ეს გამაგრებული ტერიტორია საკმაოდ ძნელად გასავლელია, ამიტომ ლუგანსკის რაიონში მეტრი ძალიანრთულია ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, მაგრამ ნელ-ნელა მაინც წინ მიიწევენ" - აღნიშნა გაიდაიმ.
მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ტერიტორია ხელით და დისტანციურად დანაღმეს. ისინი იყენებენ თანამედროვე პლასტმასის ნაღმებს, რომლებსაც ლითონის დეტექტორი არ აფიქსირებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი მეთაურები თავიანთ ქვედანაყოფებს წინ ყრიან, მაშინაც კი, თუ წინ ნაღმების ველია თუმცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან მათთვის ყველა ჯარისკაცი მნიშვნელოვანია.