BBC: კრემლში უთანხმოებაა, შესაძლებელია თუ არა ზამთარში ახალი შეტევის დაწყება

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში უთანხმოებაა და მსჯელობენ, შესაძლებელია თუ არა ზამთარში ახალი შეტევის დაწყება, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემას სახდეპის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, მისი ინფორმაციით, მთავრობაში არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა არიან სხვებიც, რომლებსაც რეალური კითხვები აქვთ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.

"რუსებს მოუწევთ, გაითვალისწინონ უკრაინის გადაწყვეტილება, განაგრძოს თავისი ტერიტორიის დაბრუნება. გარდა ამისა, შეერთებული შტატები ხედავს რუსული ჯარების საბრძოლო მასალის „ძალიან მნიშვნელოვან“ დეფიციტს" - ამბობს მაღალჩინოსანი.

მისივე თქმით "რუსები ხალხს "ბრძოლაში ყრიან" წვრთნისა და კოორდინაციის გარეშე, რაც ზღუდავს შეტევების ეფექტურობას".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი