
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ 16 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში" იმყოფებოდა.
კრემლმა შაბათ-კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა 16 დეკემბრის მთელი დღე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართული შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში" გაატარა.
რუსულმა სახელმწიფო ტელევიზიებმა პუტინი გაურკვეველ ადგილას აჩვენეს გენერლებით, მათ შორის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, სერგეი სუროვიკინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
მოგვიანებით, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ანდრეი გურულევმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ პუტინი იმყოფებოდა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში". აღნიშნული ინფორმაცია სამშაბათს დიმიტრი პესკოვმა "როსიისკაია გაზეტას".
"თუ ის გულისხმობს შტაბს, სადაც პარასკევს იმყოფებოდა, მაშინ დიახ" - ამბობს პესკოვი.
მედია წერს, რომ პუტინის გამოჩენა "შტაბში" აღიქმებოდა ძირითადად, როგორც პროპაგანდისტული მოვლენა, ისევე როგორც შოიგუს ვერტმფრენის ფრენა, რასაც ოფიციალური წყაროები "წინ" უწოდებდნენ.