სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის, ახლა ჩვენც უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები - უკრაინელი პოლიტოლოგი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეს ეხმაურება უკრაინელი პოლიტოლოგი, ნიკოლაი დავიდიუკი. მან უკრაინულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა უკრაინისთვის და ახლა უკრაინამ უნდა გადადგას ნაბიჯები  და სხვა სახელმწიფოებსაც მიმართონ.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება დღეს პრორუსულია.

"ძალიან რთულია იმ ფოტოების ყურება, რომელიც მანიპულაციურად გავრცელდა. თუ სააკაშვილს დანაშაული აქვს ჩადენილი, პატიოსნად გაასამართლეთ და არა ისე, რომ ჯანმრთელობა გამოაცალოთ და გამოიყვანოთ, რომ ის არავინ და არაფერია. ეს უზნეობაა. პოსტსაბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილმა რუსეთისგან ჩამოშორებისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის ძალიან ბევრი იდეა შექმნა. ბევრი იდეა, რაც ჩვენთანაა რეალიზებული, სწორედ მისი მოფიქრებულია.  ამ წვლილის გამო ახლა ჩვენც უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები და მივმართოთ სხვა სახელმწიფოებსაც. კი, ახლა ჩვენთვის მთავარი ომია, მაგრამ სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის. საქართველოს ხელისუფლება დღეს პრორუსია, მაგრამ ხალხი უკრაინელია და ესეც სააკაშვილმა გააკეთა. თუკი უკრაინა ჩაერთვება მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხში, მაშინ დღეს არსებული ამის მინიმალური შანსები გაიზრდება", - ამბობს ნიკოლაი დავიდიუკი. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი