"ოცნება" სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, ვიწრო შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის - უკრაინის საგარეოს პასუხი

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებას პასუხობს და წერს, რომ ისინი ცდილობენ მოიხსნან პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

საგარეო ასქმეთა სამინისტრო ისევ მოითხოვს "ვივამედის" კლინიკაში უკრაინის ომბუდსმენის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას და სააკაშვილისთვის, როგორც უკრაინის მოქალაქისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას.

"საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში უკრაინის სპეცოპერაცია იყო - თბილისის ომში ჩართვის მიზნით. რა სახის ინსინუაციებს არ მიმართავს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად. უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ამასთანავე, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს. ჩვენ კვლავ მოვითხოვთ სააკაშვილთან უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის დაშვებას. ასევე მოგიწოდებთ უზრუნველყოთ უკრაინის მოქალაქე სათანადო სამედიცინო დახმარებით, დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის - სააკაშვილის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით", - აცხადებს ოლეგ ნიკოლენკო.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი