დღეს მიშას დაბადების დღეა - თავისუფლება მას! ხვალ, 11-ზე სასამართლოსთან, მიშას თავისუფლებისთვის - მელია

გამოქვეყნდა:

ხვალ, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, სასამართლოს გარეთ, მისი მხარდამჭერები და ენმ-ს წევრები შეიკრიბებიან. აქცია ნიკა მელიამ ფეისბუქით დააანონსა - "დღეს მიშას დაბადების დღეა - თავისუფლება მას! ხვალ, 11-ზე სასამართლოსთან, მიშას თავისუფლებისთვის!" წერს მელია.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს. იგეგმება სამედიცინო ექსპერტების მოწმის სახით დაკითხვა.

ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა თავად მიხეილ სააკაშვილს პროცესში, რაიმე ფორმით მონაწილეობის მიღების საშუალება. ადვოკატის განცხადებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის სხდომაზე მიიყვანონ, თუმცა მოითხოვენ დისტანციურად ჩართვას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი