
ზელენსკი აშშ-ში პოლონეთიდან გაფრინდა - პოლონეთში კი მატარებლით ჩავიდა - უკრაინულ ტელეგრამ არხებით ვიდეოკადრები ვრცელდება, სადაც სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტი ჩანს.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჯო ბაიდენს შეხვდება, ასევე სიტყვით მიმართავს კონგრესს. აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაიდენმა და ზელენსკიმ 11 დეკემბერს სატელეფონო საუბრისას განიხილეს ვაშინგტონში ვიზიტი.
ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ.