ის ან ბრალდებულის სკამზე დაჯდება ჰააგაში, ან ელის უღირსი სიკვდილი ბუნკერში - მალიუკი პუტინზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ მალიუკი თვლის, რომ რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო, მხოლოდ ორი დასასრული აქვს: ან საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგება, ან ელის უღირსი სიკვდილი ბუნკერში. 

ვასილ მალიუკიმ ინტერვიუ უკრაინულ ტელეარხის 1+1 მისცა. 

"ის [პუტინი - რედ.] ამპარტავანი გახდა. ის მოხუცი ბაბუაა ბუნკერში. ის ნამდვილად ცხოვრობს თავის მტკივნეულ სამყაროში და საბოლოოდ ორი ვარიანტის წინაშე აღმოჩნდება. ან ბრალდებულის სკამზე დაჯდება ჰააგაში, ან ელის უღირსი სიკვდილი სადღაც ბუნკერში ალტაიში [რუსეთის შორეული აღმოსავლეთი – რედ.]“,- თქვა მან. 

მალიუკის თქმით, უშიშროების სამსახურმა სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით, შექმნა მტკიცებულებების „უნიკალური საგანძური“ მომავალი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოებისთვის.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი