CNN: ზელენსკის ვაშინგტონში ჩაყვანაში, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავია ჩართული

გამოქვეყნდა:

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაყვანაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იყო ჩართული - ამის შესახებ CNN ოფიციალური პირზე დაყრდნობით წერს.

ოფიციალური პირის ცნობით, აშშ აქტიურად იყო ჩართული უსაფრთხოების ღონისძიებებში, რათა ზელენსკი უკრაინიდან ჩაეყვანათ და შემდეგ უკან დაებრუნებინათ. მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მიიღო ბაიდენის მოწვევა, ორივე მხარემ დაუყოვნებლივ დაიწყო ვიზიტისთვის უსაფრთხოების ზომების მიღება.

"საბოლოოდ ეს მისი გადასაწყვეტი იყო. მისი აზრით, ჩვენი უსაფრთხოების პარამეტრები აკმაყოფილებდა, იმას რაც მას სჭირდებოდა, ჩვენ ამაზე შევთანხმდით და შესაბამისად ვასრულებთ", - უთხრა ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა CNN-ს.

ზელენსკის ამერიკაში გამგზავრებასთან დაკავშირებით ცნობილი დღეს გახდა. უკრაინის პრეზიდენტი ამერიკაში პოლონეთის გავლით ჩავა. მედიაში უკვე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ის პოლონეთში მატარებლით ჩავიდა

ვაშინგტონში ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება. CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენი ზელენსკის ვიზიტისას $1,8 მილიარდი ღირებულების ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, მედიის ცნობით დახმარების პაკეტში Patriot-ის სისტემაც შევა. CNN რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ აშშ უკვე ასრულებდა მუშაობას უკრაინაში ამ სისტემის გაგზავნის გეგმაზე. 

ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკი კონგრესში სიტყვით გამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი