ბაიდენი ზელენსკის ვიზიტისას $1,8 მლრდ-ის ახალ დახმარებას გამოაცხადებს, რომელიც "პატრიოტებსაც" მოიცავს - CNN

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოაცხადებს დამატებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის თეთრ სახლში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა ახალი პაკეტი მოიცავს "პატრიოტის" სარაკეტო თავდაცვის სისტემებს.

უკრაინა დიდი ხანია "პატრიოტებს" ითხოვს, ეს იქნება ყველაზე ეფექტური შორი დისტანციური თავდაცვითი იარაღის სისტემა, რომელიც გაიგზავნება ქვეყანაში და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცის დაცვას აღმოსავლეთ ევროპაში.

მანამდე, აშშ-მ უგზავნა პატრიოტის ბატარეები ნატოს მოკავშირეებს, როგორიცაა პოლონეთი, როგორც მათი თავდაცვის გაძლიერების საშუალება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი