
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 1.85 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გამოაცხადა, რომელშიც ასევე შედის Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემა.
"დღევანდელი დახმარება მოიცავს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს საკრუიზო რაკეტები, მოკლე დისტანციური ბალისტიკური რაკეტები და თვითმფრინავები მნიშვნელოვანი სიმაღლიდან, ვიდრე ეს ადრე მიწოდებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეეძლო", - თქვა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, პენტაგონი ასევე გამოაცხადებს 850 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში უკვე ჩავიდა. ოფიციალური ინფორმაცია ან ფოტო-ვიდეო მასალა ჯერჯერობით არ ვრცელდება. ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება, ამის შემდეგ კი კონგრესში სიტყვით გამოვა.