"ვაშინგტონში ვარ რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს" | ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ზელენსკის თქმით, ის აშშ-ში იმყოფება, რათა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს ამერიკელ ხალხს და პრეზიდენტს.

"დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს, მათი საჭირო მხარდაჭერისთვის და ასევე იმისთვის, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა, რათა ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდეს.  მე გავმართავ მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. მომავალ წელს, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელს ჩვენ მიწას და ხალხს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი