
სენატმა რუსეთში აშშ-ის ახალ ელჩად ლინ ტრეისი დაამტკიცა. მას მხარი 93-მა სენატორმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრა აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე გაიმართა.
რეისი რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ჯონ სალივანს ცვლის, რომელმაც ელჩის თანამდებობა სექტემბერში დატოვა.
სენატის ლიდერიმა ჩაკ შუმერმა თქვა, რომ რუსეთში ახალი ელჩის დანიშვნა ხაზს უსვამს უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას.
ტრეისი ბოლოს სომხეთში აშშ-ის ელჩი იყო, ის ასევე მსახურობდა რუსეთის საკითხებში უფროსი მრჩევლის თანამდებობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში.