
უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად ევროკომისიისა და ევროსაბჭოს შენობები ჩააბნელეს.
"რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმას, რათა უკრაინა სიბნელეში დატოვოს.
ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, თქვენ მსოფლიოს მოუწოდეთ, რომ ამაღამ გამოერთოთ განათება უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. მათ გულებში შუქის ნაპერწკალის გასანათებლად, ჩვენ თქვენი გავიგეთ", - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი.