კოლექტიური დასავლეთი მზადაა რუსეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის - ზახაროვა ზელენსკის ვიზიტზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეოს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ დასავლეთი ამარაგებს უკრაინას სამხედრო მხარდაჭერით და უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში მეტყველებს იმაზე, რომ "კოლექტიური დასავლეთი მზადაა რუსეთთან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის".

მისივე განცხადებით, "კიევის რეჟიმი" ამაზრზენ დანაშაულებებზე" ისაუბრა და დასძინა, რომ როგორც არ უნდა დაეხმაროს დასავლეთი უკრაინის მთავრობას შეირაღებაში "ისინი ვერაფერს მიაღწევენ".

"როგორც ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობამ განაცხადა, სპეცოპერაციის ფარგლებში დასახული ამოცანები ადგილზე არსებული ვითარებისა და ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით შესრულდება", - თქვა ზახაროვამ. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა სადაც ჯო ბაიდენს შეხვდა, მოგვაინებით მან სიტყვით მიმართა კონგრესს. ბაიდენმა ვიზიტის დროს ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც "პატრიოტის" სისტემასაც მოიცავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი