რუსებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელებისთვის ფსიქოლოგიური წამების ახალი ტიპი გამოიგონეს - ლუბინეცი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, რუსებმა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელებისთვის ფსიქოლოგიური წამების ახალი ტიპი გამოიგონეს.

ომბუდსმენის თქმით, ოკუპანტებს უკრაინელი ტყვეები შეგნებულად გამოჰყავთ ვითომ გაცვლის მიზნით, შემდეგ კი აბრუნებენ კოლონიებში და ეუბნებიან, რომ უკრაინა მათ გაცვლაზე უარს ამბობს.  

"უკრაინელი პატიმრები ხანდახან შეგნებულად გაჰყავთ ვითომ გაცვლის მიზნით, შემდეგ კი აბრუნებენ კოლონიაში და ეუბნებიან, რომ უკრაინა უარს ამბობს მათ გაცვლაზე. ჩვენ ამას წამების ფორმად მივიჩნევთ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინას არ უთქვამს უარი რუსული მხარის მიერ გაცვლისთვის შეთავაზებულ არც ერთ პირზე" - თქვა ლუბინეცმა

შეგახსენებთ, რომ  უკრაინის პრეზიდენტმის ვლადიმირ ზელენსკის თქმით,  საერთო ჯამში უკრაინამ 1319 ტყვე დაიბრუნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი