ისტორიული ვიზიტი ვაშინგტონში | ზელენსკი უკრაინაში აშშ-ის გაძლიერებული მხარდაჭერითა და დახმარებით ბრუნდება

გამოქვეყნდა:

ისტორიული ვიზიტი ვაშინგტონში დასრულებულია. ვოლოდიმირ ზელენსკი ომის ეპიცენტრში გაძლიერებული მხარდაჭერით და დამხარებით ბრუნდება.

რუსეთის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში მალე, საჰაერო თავდაცვითი სისტემა "პატრიოტი" ჩაერთვება, რომელიც უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის იმ მორიგი დახმარების ნაწილი, რომელიც თითქმის ორ მილიარდ დოლარს მოიცავს. საკამოდ ემოციური იყო ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა კონგრესშიც, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა ბახმუტიდან წამოღებული, სამხედროების ხელმოწერილი დროშა მიიტანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი