
22 დეკემბერს დონეცკის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 7 დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკომ ავრცელებს.
"22 დეკემბერს რუსებმა დონეცკის ოლქში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: 2 ჩასოვოი იარში და 2 ბახმუტში. რეგიონში კიდევ 7 ადამიანი დაშავდა", - დაწერა მან Telegram-ზე.
უკრაინის მხარე ამბობს, რომ 23 დეკემბრის მდგომარეობით, დონეცკის რეგიონში ოკუპანტებმა მოკლეს მინიმუმ 1 279 და დაჭრეს სულ მცირე 2 780 მშვიდობიანი მოქალაქე.
ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერ არ არის შესაძლებელი.