რუსეთმა ბელარუსში საზენიტო სარაკეტო სისტემები "Tor-M2K" განათავსა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის თავდაცვის სამინისტო აცხადებს, რომ რუსეთიდან ქვეყანაში ჩავიდა საზენიტო სარაკეტო სისტემების პარტია "Tor-M2K".

თავდაცვის მინისტრის თანაშემწე, ლეონიდ კასინსკი ამბობს, რომ იარაღის პარტია მიღებულ იქნა ბელარუსსა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.

"უახლოეს დღეებში ეს კომპლექსები გადავა ფორმირებებში და სამხედრო ნაწილებში, სადაც განკუთვნილია", - ამბობს ის.

კასინსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეების განადგურების ეფექტური საშუალება - როგორც მაღალსიჩქარიანი, ასევე დაბალი სიჩქარით საკმაოდ ფართო სიმაღლეებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი