უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი ვაშინგტოში ვიზიტის შემდეგ კიევში დაბრუნდა. მან ვიდეო მიმართვა სოციალური ქსელებით გაავრცელა.
"ჩემ ოფისში ვარ, ვმუშაობთ გამარჯვებისთვის", - თქვა ზელენსკიმ ვიდეოში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ამერიკიდან პოლონეთში ჩავიდა, და პრეზიდენტ, ანდჟეი დუდას შეხვდა.
ომის დაწყების შემდეგ აშშ-ში ვიზიტი იყო პირველი შემთხვევა, როცა ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა. ის თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მოგვიანებით კონგრესს სიტყვით მიმართა. იმევე დღეს ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებით 1.8 მილიარდიანი დახმარების პაკეტი, რომელიც "პატრიტის" სისტემებსაც მოიცავს.