"ძაფზე ჩამოკიდებული სიცოცხლე" - გერმანული გამოცემა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

„გამხდარი, თმის ბოლოები ჩამოშლილი შუბლზე, ძლივს გახელილი თვალები. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფიზიკური და მენტალური ძალა დაკარგა და თითქმის აღარაფერზე რეაგირებს“, - ასე აღწერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას  გერმანული გამოცემა Tagesschau.de გუშინდელი სასამართლოს შემდეგ. 

როგორც გამოცემა წერს, ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ახლა მისი ძველი თავის აჩრდილად არის დარჩენილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ახლა პოლიტიკური პრობლემაა, რომელიც ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

Tagesschau ასევე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მზად არის, რომ საფრთხე შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ.

„ივანიშვილი და მისი თანამებრძოლები მზად არიან, საფრთხე შეუქმნან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რათა ძალაუფლება შეინარჩუნონ. ისინი ინარჩუნებენ საკუთარ გეგმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას 2024 წლისთვის მოამზადებენ, ამით ისინი მოსახლეობის უმეტესობის ნებას პასუხობენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი არ ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისა და მაგალითად, საარჩევნო კანონმდებლობისა თუ სასამართლო დამოუკიდებლობის მიმართულებით. ამის გამო, მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიუღია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - წერს სტატიის ავტორი.

როგორც გამოცემა წერს, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარი თავის აჩრდილად იქცა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა პოლიტიკური პრობლემაა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე.

Tagesschau ასევე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი მზად არის, საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მხოლოდ იმიტომ რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

„თავისი პოლიტიკური გავლენითა და სიმდიდრით, რომელსაც გამოცემა Forbes-ის შეფასებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს უდრის, ივანიშვილს საქართველოში ყველაზე დიდი ძალაუფლება აქვს. თუმცა, იმის მაგივრად, რომ ქვეყანა წინ წაიყვანოს, ქმედითი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაბამის თანამდებობებზე დანიშვნით, მან პირველ რიგში ქვეყნის სათავეში მისდამი ლოიალური და მასზე დამოკიდებული ადამიანები მოიყვანა“, - ვკითხულობთ Tagesschau-ს სტატიაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი