"თქვა, რომ მისი ჯანმრთელობა ამდენს ვეღარ გაუძლებს" - ხაჭაპურიძე პროცესების დაჩქარების თხოვნით, საქალაქოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა "ვივა მედის" დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი კმაყოფილია ბოლო სასამართლო პროცესით, თუმცა უკმაყოფილოა, რომ შემდეგი სხდომა 29 დეკემბერს ჩაინიშნა და პროცესები ჭიანურდება. 

შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ სასამართლო პროცესების დაჩქარების თხოვნით, ის დღეს საქალაქოს განცხადებით მიმართავს. 

"გუშინდელი პროცესის კმაყოფილია. ჩართვა ვეღარ გავაგრძელე იმიტომ, რომ ძალიან ცუდად შევიქენიო. უკმაყოფილოა იმითი, რომ 29-ში გადაიდო პროცესი და თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდენს ვეღარ გაუძლებს და იქნებ რაიმე ზომები მივიღოთ. მე ახლა მივდივარ საქალაქო სასამართლოში და ჩავაბარებ განცხადებას, სადაც აღვნიშნავ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და დაჩქარდეს სასამართლო პროცესი",- ამბობს შალვა ხაჭაპურიძე. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 22 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს მცირე ხნით თავად მესამე პრეზიდენტიც ჩაერთო, თუმცა მოგვიანებით მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მონაწილეობა ვეღარ გააგრძელა. 

სასამართლოზე გამოიკითხა ამერიკელი ექსპერტ დევიდ გოლდსმიტი, რომელმაც განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტს აღენიშნება დემენციის ნიშნები და საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაყვანას შესაბამის კლინიკაში. 

მომდევნო სხდომა მოსამართლე არევაძემ 23 დეკემბერს ჩანიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი