ნიდერლანდები 2023 წელს უკრაინის მხარდასაჭერად 2,5 მილიარდ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდების მთავრობის განცხადებით, 2023 წელს უკრაინას 2,5 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევენ. თანხა გამოიყოფა სამხედრო დახმარებისთვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიების დასახმარებლად.

პრეზიდენტმა მარკ რუტემ პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა დაეხმარება კიევს "სანამ რუსეთი განაგრძობს ომს უკრაინის წინააღმდეგ". 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ესაუბრა რუტეს და მადლობა გადაუხადა მას 2,5 მილიარდი ევროს დახმარებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი