"სააკაშვილი უნდა გაიცვალოს უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე" | ნონა მამულაშვილის მიმართვა ზელენსკის

გამოქვეყნდა:

"სააკაშვილი უნდა გაიცვალოს უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე" - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. 

ჩვენი ოკუპანტის, რუსეთის მთავარი მტერი მიხეილ სააკაშვილი ციხეში კვდება. მისი გადაყვანის თუ არგადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლე, არა კობახიძე, არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ რუსეთის ხელისუფლება, ვლადიმერ პუტინი. ყველანაირი იმედი, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ფუჭია. სალომე ზურაბიშვილი დღეს იმავე მორალურ პოზიციაზეა, რაზეც 1992 წლის 7 იანვარს იყო, როცა მან თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს და თენგიზ სიგუას მადლობა გადაუხადა კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის. სწორედ ამიტომ, მე მინდა მივმართო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის ხელისუფლებას: სააკაშვილი არის რუსეთის ტყვე. ის უბრალოდ ფიზიკურად იმყოფება საქართველოში და ის, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის მთავრობამ უნდა გამოიხსნას ტყვეების გაცვლის პრინციპის მიხედვით. სააკაშვილი უნდა გაიცვალოს უკრაინაში აყვანილ რუს ტყვეებზე, - ამბობს მამულაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი